პელემ ჩემპიონთა ლიგის 3 ყველაზე ემოციური მომენტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პელემ ჩემპიონთა ლიგის 3 ყველაზე ემოციური მომენტი დაასახელა


პელემ ჩემპიონთა ლიგის 3 ყველაზე ემოციური მომენტი დაასახელა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მომენტები გაიხსენა.

უეფას ოფიციალურმა სპონსორმა ორიგინალური ჩანაფიქრი განახორციელა - გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "22 ენა", რომელშიც 22 გულშემატკივარი სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები 11 ბილეთისთვის დაუპირისპირდა.

მატჩის შემდეგ კი გამარჯვებული გუნდის 11 წევრი თვით პელემ დააჯილდოვა. ამ საინტერესო ვიდეორგოლის შეფასებისას პელემ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამორჩეული ეპიზოდები დაასახელა.

"მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ფეხბურთის როლი სინამდვილეში - ხალხის გაერთიანებაა. ჩვენ ცხოვრების განსხვავებული ფილოსოფია გვაქვს და სხვადსხვა ენაზე ვმეტყველებთ. თუმცა ყველას ემოციები და გრძნობები გვაერთიანებს.

1 - აბიდალმა 2011 წლის მაისში "ბარსელონას" გამარჯვების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტული აღმართა თავს ზემოთ. გვარდიოლამ ეს პატივი სწორედ ერიკს მიაგო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კიბო დაამარცხა.

2 - კანი მხარს უჭერს კანისარესს. 2001 წლის ფინალში გამარჯვების შემდეგ აღნიშვნის მაგივრად ოლივერ კანმა თავის კოლეგას თანაუგრძნო, რომლის გუნდმაც პენალტების სერიაშო წააგო.

3 - "მანჩესტერ იუნაიტედი" რონალდოს ტალანტს აღიარებს. "წითელი ეშმაკების" ქომაგებმა ბრაზილიელ "კიჭას" მათი გუნდის კარში გაფორმებული ჰეთ-თრიქის შემდეგ აპლოდისმენტების შოუ მოუწყვეს."


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები