მატიჩი: "მანჩესტერში თავისი საქმე ყველამ კარგად იცის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატიჩი: "მანჩესტერში თავისი საქმე ყველამ კარგად იცის"


მატიჩი:

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ნემანია მატიჩი აკეთებს.

"სევილიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი განსაკუთრებით კარგად შინ, თავიანთი გულშემატკივრების წინ თამაშობენ და ადვილი მატჩი არ გველის.

დარწმუნებული ვარ, სევილია თავიდანვე აგრესიულად ითამაშებს, მაგრამ მანჩესტერში ყველამ თავისი საქმე კარგად იცის და შევეცდებით, ესპანეთში სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ", - აცხადებს მატიჩი.

"სევილიასა" და "მანჩესტერის" 1/8 ფინალური დაპირისპირება 21 თებერვალს, 23:45 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები