დე როსი: "ჩემპიონთა ლიგაზე რომას ერთი მიზანი აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე როსი: "ჩემპიონთა ლიგაზე რომას ერთი მიზანი აქვს"


დე როსი:

"შახტარისა" და "რომას" დაპირისპირების წინ, კომენტარი რომაელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დანიელე დე როსიმ გააკეთა.

"მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც, ძალიან კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობის მატჩი გველის ხვალ და ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

შახტართან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ჩემპიონთა ლიგაზე რომას ერთი მიზანი აქვს - გავიდეს ნახევარფინალში. ეს ჩვენთვის უდიდესი წარმატება იქნება", - ამბობს დე როსი.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი "შახტარსა" და "რომას" შორის, ხარკოვში, 21 თებერვალს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები