თუ ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, სპალეტი გუნდს დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

თუ ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, სპალეტი გუნდს დატოვებს


თუ ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, სპალეტი გუნდს დატოვებს

მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის, ულტიმატუმი წაუყენა - "ნერაძური" მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოხვდეს.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ თუ "ინტერი" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ოთხეულს მიღმა დარჩება, სპალეტის პოსტის დატოვება მოუწევს.

მილანურმა გრანდმა 2017/18 წლების სეზონი ჩინებულად დაიწყო, მაგრამ ბოლო 9 ტურში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა და ოთხეულს მიღმა დარჩა.

25 ტურის შემდეგ "ინტერი" 48 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები