ინტერი ზაფხულში დე ვრეის დაიმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი ზაფხულში დე ვრეის დაიმატებს


ინტერი ზაფხულში დე ვრეის დაიმატებს

რომის "ლაციოს" ცენტრალური მცველი, სტეფან დე ვრეი, მომდევნო სეზონიდან კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

იტალიური გამოცემა "La Repubblica" იტყობინება, რომ 26 წლის ჰოლანდიელმა მილანურ გრანდთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და სეზონის ბოლოს გუნდს უფასოდ შეუერთდება.

დე ვრეის მოქმედი კონტრაქტი "ლაციოსთან" ზაფხულში იწურება, ამიტომ ის თავისუფალი აგენტი გახდება და "ინტერს" მისი დამატება არაფერი დაუჯდება.

მოსალოდნელია, რომ სტეფან დე ვრეი მილანის "ინტერთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები