როისი ყოფილი კლუბის ქომაგების სტვენამ გაანაწყენა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როისი ყოფილი კლუბის ქომაგების სტვენამ გაანაწყენა


როისი ყოფილი კლუბის ქომაგების სტვენამ გაანაწყენა

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო როისმა, ბორუსიული დერბის შემდეგ აღნიშნა, რომ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ფანებისგან ასეთ რეაქციას არ ელოდა.

"ტრიბუნებიდან სტვენამ ჩემზე სერიოზულად იმოქმედა და ემოციურად გამტეხა. არამგონია, რომ "მ.ბორუსიაში" გატარებული სამი წლის შემდეგ ასეთ დამოკიდებულების ღირსი ვყოფილიყავი.

კლუბის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი, შესვენებაზე ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ამას ყურადღება არ მივაქციო, სიმშვიდე შევინარჩუნო", - აღნიშნა როისმა.

მარკო როისი მიუნხენგლადბახური კლუბის ღირსებას 2009-2012 წლებში იცავდა და "ყვითლებს" სწორედ ამ გუნდიდან შეუერთდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია მარკო როისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები