მედელი: " ვიმედოვნებ, მეოთხედფინალში მოვხვდებით " » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მედელი: " ვიმედოვნებ, მეოთხედფინალში მოვხვდებით "


მედელი:

"ბეშიქთაშის" საყრდენმა ნახევარმცველმა, გარი მედელმა, მიუნხენის "ბაიერნთან" თამაშისწინა პრესკონფერენციაზე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა და არტურო ვიდალთან შეხვედრაზეც გააკეთა აქცენტი.

"ეს ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იქნება და ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. მიუნხენში კარგი შედეგი უნდა მოვიპოვოთ და ვნახოთ რა მოხდება საპასუხო მატჩში.

ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპი გვქონდა და პირველი ადგილი დავიკავეთ, ახლა კი მაღალი დონის გუნდს ვუპირისპირდებით. კარგად ვგრძნობთ თავს და მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი გვაქვს.

ძალიან მიხარია, რომ არტურო ვიდალი და მე ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე არასოდეს შევხვედრილვართ, ამიტომ ამას სულმოუთმენლად ველი", - აღნიშნა 30 წლის ჩილელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ბეშიქთაში გარი მედელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები