ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი ფლეი-ოფში ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი ფლეი-ოფში ბრუნდება


ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი ფლეი-ოფში ბრუნდება

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება.

4 წლიანი პაუზის შემდეგ ფლეი-ოფის ეტაპს "მანჩესტერ იუნაიტედი" უბრუნდება, რომელიც სტუმრად "სევილიას" შეხვდება და რთული ბრძოლა ელის.

სევილია - მანჩესტერ იუნაიტედი

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "რამონ სანჩეს პისხუანი", სევილია
მთავარი მსაჯი: კლემენ ტარპინი

"ეიბართან" სამარცხვინო (1:5) მარცხის შემდეგ "სევილიამ" მშვენიერი ფორმა აკრიფა და ზედიზედ 3 თამაში მოიგო, აქედან ბოლო ორი ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში.

სევილიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მხიარული ფეხბურთი აჩვენეს, მაგრამ ახლა გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ვინჩენცო მონტელა, რომელმაც "სევილია" 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადააწყო, მაგრამ ისიც შემტევი და ლაღი ფეხბურთის მოყვარულია.

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი ფლეი-ოფში ბრუნდება

"ანჩოუსები" საკუთარ მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, ამიტომ "სევილია" ეცდება, რომ ინგლისური გრანდი დაამარცხოს და "რამონ სანჩეს პისხუანზე" კარგი შედეგი დააფიქსიროს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო პერიოდში ცოტათი არასტაბილურად გამოიყურება, მაგრამ პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილს ინარჩუნებს და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ეცდება წარმატების მიღწევას.

მოურინიოს და პოგბას დაპირისპირება გასულ თვეში


გასულ უქმეებზე ჟოზე მოურინიოს გუნდმა "ჰადერსფილდი" სტუმრად 2:0 დაამარცხა და ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა. "წითელმა ეშმაკებმა" სევილიაში რთული გასვლის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს.

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი ფლეი-ოფში ბრუნდება

მანკუნიანელებს ძალიან მრავალფეროვანი და ძლიერი შეტევით ხაზი ჰყავთ, რომელსაც ზამთარში ალექსის სანჩესი დაემატა და ჩილელი დღეს "იუნაიტედის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად იასპარეზებს.

სავარაუდო შემადგენლობები

"სევილიას" პორტუგალიელი უკანა ხაზელი კარისო (კუნთი) და დანიელი მცველი სიმონ კიაერი (ზურგი) ვერ დაეხმარებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დანაკლისი კი უფრო სერიოზულია. გუნდს როხო (უცნობია), ჯონსი (უცნობია), ფელაინი (მუხლი) და იბრაჰიმოვიჩი (მუხლი) დააკლდებიან.

სევილია: რიკო; ნავასი, მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; ნ'ზონზი, ბანეგა; მურიელი, ვასკესი, სარაბია; ბენ იედერი.
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: ბანეგა, ესკუდერო, მერკადო.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, ლინდელიოფი, ბაილი, იანგი; მატიჩი, ბლინდი; ლინგარდი, სანჩესი, მარსიალი; ლუკაკუ.
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: ლინგარდი.

საინტერესო ფაქტები

"სევილია" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მეოთხედ იასპარეზებს, მაგრამ 1/8 ფინალური ეტაპი არასოდეს გადაულახავს. გასულ სეზონში "ანჩოუსები" ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერ სიტიმ" დაამარცხა (2:1 სახლში და 0:2 სტუმრად).

"მანჩესტერ იუნაიტედი" კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათედ გავიდა და წინა 9 შემთხვევიდან 6-ჯერ იმარჯვა. "წითელი ეშმაკები" ტურნირის ფლეი-ოფში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ.

ანდალუსიური კლუბი შინ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ წარმატებით თამაშობს: 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

მანჩესტერულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გასვლითი მატჩი მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული (4 ფრე, 3 წაგება).

"მანჩესტერ იუნაიტედს" ესპანეთში თამაში ძალიან უჭირს: 3 მოგება, 10 ფრე და 10 მარცხი.

ჟოზე მოურინიო 2010-13 წლებში მადრიდის "რეალის" თავკაცი იყო და ამ პერიოდში "სევილიას" 8-დან 7 თამაში მოუგო, ხოლო 1 წააგო.


მეორე მატჩი კი ხარკოვში გაიმართება და ერთმანეთს ორი საინტერესო, შემტევი და სიმპათიური გუნდი დაუპირისპირდება. აქ შანსები სრულიად თანაბარია.

გავიხსენოთ მანჩესტერის ბოლო შეხვედრა ლიგის ფლეი ოფში. ბაიერნი 3:1 იუნაიტედი, 2014


შახტარი - რომა

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "მეტალისტ არენა", ხარკოვი
მთავარი მსაჯი: უილიამ კოლუმი

დონეცკის "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და "ნაპოლის" დამსახურებულად აჯობა. უკრაინის პრემიერ ლიგაში კი "შახტარი" კვლავ ლიდერობს და გასულ უქმეებზე "ჩერნომორეცი" შინ 5:0 გაანადგურა.

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი ფლეი-ოფში ბრუნდება

პაულო ზორო ფონსეკამ ძალიან სიმპათიური, ორგანიზებული გუნდი შექმნა, რომელსაც ბევრი საინტერესო და გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს. "შახტარი" გამოცდილი და მიმზიდველი გუნდია, რომელიც შინ მაქსიმალურად კარგი შედეგისთვის იბრძოლებს.

"რომამ" მძიმე პერიოდი გადალახა და "შახტართან" მნიშვნელოვან მატჩს იტალიის ჩემპიონატში სამმატჩიანი გამარჯვებათა სერიით ხვდება. რომაულმა კლუბმა ჯგუფში "ჩელსი" და "ატლეტიკო" ჩამოიტოვა უკან, ამიტომ ფლეი-ოფის ეტაპს თავდაჯერებული ხვდება.

ახალგაზრდა თურქმა ვინგერმა, ჩენგიზ უნდერმა, ბოლო პერიოდში ფანტასტიკური ფორმა აკრიფა და საინტერესოა თუ როგორ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში.

სავარაუდო შემადგენლობები

უკრაინულ კლუბს "რომასთან" პირველ თამაშში ლეგენდარული კაპიტანი დარიო სრნა დააკლდება. ხორვატი დისკვალიფიკაცირებულია. მის გარდა კი გუნდს მხოლოდ მალიშევი (მუხლი) ვერ ეხმარება.

"რომას" რიკ კარსდორპი (მუხლი), მაქსიმ გონალონი (ბარძაყი) და პელეგრინი (მუხლი) დააკლდებიან, მაგრამ ეს სერიოზული პრობლემა არ არის.

შახტარი: პიატოვი; დოდო, კრივცოვი, რაკიტსკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა.

რომა: ალისონი; ბრუნო პერესი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი; დე როსი, სტროტმანი; უნდერი, ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო.

საინტერესო ფაქტები

დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მეოთხედ გავიდა, ხოლო მერვედფინალური ეტაპის ბარიერი აქამდე მხოლოდ ერთხელ გადალახა.

უკრაინული კლუბი ამ სტადიაზე 2010/11 წლების სეზონში სწორედ "რომას" გაცდა - მირჩა ლუჩესკუს გუნდმა რომში 3:2 იმარჯვა, ხოლო შინ 3:0 და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

რომაული კლუბი კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეექვსედ იასპარეზებს, მაგრამ ბოლო ათწლეულში მომდევნო ეტაპზე არასოდეს გასულა.

"შახტარი" და "რომა" ერთმანეთს 2006/07 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. უკრაინაში "შახტარმა" 1:0 იმარჯვა, ხოლო იტალიაში 0:4 განადგურდა.

დონეცკურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საშინაო თამაში არასოდეს წაუგია: 1 მოგება და 2 ფრე.

უკრაინული კლუბის საშინაო სტატისტიკა იტალიური გუნდების წინააღმდეგ უარყოფითია: 4 მოგება და 6 წაგება.

"რომამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი ორჯერ გადალახა, მაგრამ ბოლო სამ შემთხვევაში მარცხი განიცადა.

რომაულ კლუბს უკრაინაში ცუდი სტატისტიკა აქვს: 1 მოგება და 3 მარცხი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები