ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?


ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

დღევანდელ მატჩამდე მესის სტატისტიკა "ჩელსის" წინააღმდეგ შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 8 მატჩი, 655 წუთი, 0 გოლი და 1 გამოუყენებელი პენალტი. 20 თებერვალს ისტორიული ნავსი როგორც იქნა გატყდა, არგენტინელმა გენიოსმა "არისტოკრატთა" სისხლი დაღვარა.

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

რატომ ვერ ახერხებდა ლეო ამას აქამდე? ეს ჩემპიონთა ლიგის მთავარი ამოუცნობი ფენომენი იყო, რომელიც იშიფრებოდა ფრაზით "არ უმართლებს". არადა ინგლისური კლუბების მიმართ მესი ყოველთვის "განსაკუთრებული სიყვარულით" გამოირჩეოდა.

არგენტინელს პრემიერ ლიგის ბინადრების წინააღმდეგ 16 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რომელშიც მან 17 გოლი გაიტანა. სტატისტიკურად, საშუალოდ ლეო ერთ შეხვედრაში 0,87-ჯერ იღებდა ბრიტანელთა კარს.

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

და მაინც კიდევ ერთხელ, რატომ იყო "ჩელსი" აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის? ამ კითხვაზე პასუხს მეტნაკლებად ამომწურავად გვცემდა ხოლმე 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირება, რომელშიც "არისტოკრატებმა" გამოთიშეს ტურნირს კატალონიელები.

ორ-რაუნდიან დუელში "ბარსამ" შექმნა 11 სახიფათო მომენტი, თუმცა მათი გამოყენება "ბლაუგრანამ" ვერ მოახერხა. კატალონიელები საშუალოდ სახიფათო მომენტთა 40-50%-ს აგვირგვინებენ წარმატებით, თუმცა "ჩელსის" წინააღმდეგ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ს უდრიდა. მესი ამ დაპირისპირებაში გამოუყენებელი პენალტის ჩათვლით მხოლოდ ორჯერ დაემუქრა ლონდონელთა კარებს.

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

რობერტო დი მატეოს მთავარი გეგმა სწორედ ლეოს შეჩერება იყო და მან დასახულ მიზანს მიაღწია. 1/2 ფინალის შემდეგ იტალიელმა თქვა:

"კატალონიელებს არ უყვართ "ჩელსისთან" დაპირისპირება, რადგან მათთვის რთულია ჩვენი სათამაშო სტილის წინააღმდეგ თამაში. ლონდონური კლუბი ყოველთვის უქმნის "ბარსას" პრობლემებს,"

იხილეთ გუშინდელ მატჩში გასული გოლები


ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

"ჩელსი" უხერხული მეტოქე არა მხოლოდ "ბლაუგრანასთვის", არამედ პერსონალურად მესისთვის იყო. 2012 წლის ზაფხულში არგენტინელმა მკაცრად გააკრიტიკა ის გუნდები, რომლებიც შედეგის მისაღწევად ე.წ. "ავტობუსს" დგამენ თავიანთ საჯარიმოში.

ალექსის სანჩესი იხსენებდა, რომ 1/2 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, მესი ცხარე ცრემლებით ტიროდა. საინტერესოა, რომ "ბარსაში" ჯერ კიდევ 2006 წელს იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც გულზე არ ეხატებოდათ ლონდონური კლუბი. ლიონელი იხსენებს:

"არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ გუნდში მართლაც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც "ჩელსი" ეზიზღებათ "რეალზე" მეტადაც კი. გვირჩევნია, რომ შევხვდეთ "არსენალს" ან "მანჩესტერ იუნაიტედს", ვიდრე "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრებს,"

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

2018 წელს მესიმ კიდევ ერთი შანსი მიიღო "ჩელსის" კარის ასაღებად. ამჯერად არგენტინელი წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან "ლურჯების" საჯარიმოს ერთბაშად 5 მცველი ამაგრებდა.

წლევანდელ სეზონში "ბარსელონას" გზაზე მხოლოდ ორი გუნდი იყო აღნიშნული ფორმაციით. პირველი - "ბეტისი", რომელსაც ლეომ გაუტანა გოლი და გააკეთა ორი ასისტი. მეორე - "ჟირონა", რომლის წინააღმდეგაც არგენტინელმა აგრეთვე გაიბრწყინა.

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

ანტონიო კონტე პლეი-ოფამდე დიდი ხნით ადრე იყო დაკავებული მეტოქის შესწავლით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იტალიელმა ეს არც თუ ისე კარგად მოახერხა, რადგან ისტორიული ნავსი სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გატყდა.

"ჩელსის" მხარეს იყო სტატისტიკა, მესის კომპლექსები და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც არგენტინელის მოედნიდან გაქრობა ჰქონდათ დავალებული. ამ ყველაფერმა თავისი აქტუალურობა დაკარგა, რადგან არგენტინელმა კიდევ ერთხელ ჩართო "ფეხბურთის ღმერთის" რეჟიმი.

ჩელსი აღარ არის აუღებელი ციხესიმაგრე მესისთვის - რატომ ვერ ახერხებდა არგენტინელი გოლის გატანას აქამდე?

დღევანდელი 1/8 ფინალური დაპირისპირების შემდეგ, "ბარსელონა"-"ჩელსის" დუელში აწი ერთი ინტრიგით ნაკლები იქნება, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ უკარგავს განმეორებით მატჩს ეშხსა და პრინციპულობას. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მესი იგივეს გაკეთებას ამჯერად მშობლიურ კედლებში.

გავიხსენოთ მესის პენალტი ჩელსისთან, 2012 წელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები