ბაიერნმა ბეშიქთაში არ დაინდო და 1/4 ფინალს საგრძნობლად მიუახლოვდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნმა ბეშიქთაში არ დაინდო და 1/4 ფინალს საგრძნობლად მიუახლოვდა [VIDEO]



როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანს არენაზე" "ბეშიქთაში" დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მე-16 წუთზე თურქულ კლუბს კაცი გაუგდეს და ფაქტობრივად მთელი თამაში, მათ 10 ფეხბურთელით ითამაშეს.

მიულერის გოლით "ბაიერნმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი 4 გოლი გაიტანა. გოლები კომანის, მიულერის და ლევანდოვსკის (2) ანგარიშზეა.

ბაიერნი - ბეშიქთაში 5:0

გოლები: მიულერი (43, 66), კომანი 53, ლევანდოვსკი (79,88)

გაფრთხილება: ვიდა (წითელი), პეპე, ტოშიჩი, ლევანდოვსკი

ბურთის ფლობა: 66:34

დარტყმები: 34:6

ზუსტი დარტყმები: 13:1

ბაიერნი: ულრაიხი, ჰუმელსი, მარტინესი, ბოატენგიი, ალაბა, კიმიხი, ვიდალი, მიულერი, კომანი, როდრიგესი, ლევანდოვსკი.

ცვლილება: რიბერი, ტოლისო

ბეშიქთაში: ფაბრისიო, ადრიანო, პეპე, ტელისკა, ლავი, ჰატჩნსონი, მენდელი, კუარეშმა, ბაბელი, ვიდა, ერკინი.

ცვლილება: ტოშიჩი, გონული, არსლანი.

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები