ვალვერდეს კომენტარი ჩელსისთან მატჩის შემდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდეს კომენტარი ჩელსისთან მატჩის შემდეგ


ვალვერდეს კომენტარი ჩელსისთან მატჩის შემდეგ

"ჩელსისა" და "ბარსელონას' დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, კომენტარი კატალონიელთა თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"ჩელსის ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელებს გვყავს, რამაც ბევრ რამეში შეზღ​უდა და არ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი თამაში გვეჩვენებინა.

რა თქმა უნდა, ეს ანგარიში ხელს ჩვენ გვაძლევს, მაგრამ დასრულებული არაფერია. ჩელსის შეუძლია, რომ თავისი მასირებული და სწრაფი შეტევებით პრობლემები შეგვიქმნას.

პირველ ტაიმში მომენტები ვერ შევქმენით, მეორეში კი რამდენჯერმე დავარტყით და რაც ყველაზე მთავარია, სტუმრად გოლი გავიტანეთ.

რაც შეეხება ვილიანის გოლს, იდეალური გოლი გამოვიდა. პასიც კარგი იყო და შესრულებაც. მეკარე სიტუაციას ვერ აკონტროლებდა.

ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. პაულინიოს ცუდად არ უთამაშია. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც ნახევარდაცვაში, ისე შეტევაში, რადგან გოლს კარგი ალღ​ო აქვს", - აცხადებს ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" მხრიდან თავი ვილიანმა გამოიჩინა, ხოლო "ბარსელონადან" გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

მატჩის მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები