კონტე: "მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით, ერთი!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით, ერთი!"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ბარსელონასთან" ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა .

"ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რომ იდეალური მატჩი ჩაგვეტარებინა. ერთი შეცდომა დავუშვით, ერთი! ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც მესი და ინიესტა არიან, ამ შეცდომას არ გაპატიებენ.

გაშვებული გოლის შემდეგ, რამდენიმეჯერ შევეცადეთ, რომ კვლავ წინ გავსულიყავით, მაგრამ აქეთ გაშვების შანსი ძალიან დიდი იყო და სიფრთხილით ვთამაშობდით

გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ მეორე შეხვედრაში ბრძოლა შეგვიძლია. ბარსელონას ფანტასტიური გუნდი ჰყავს.

კრისტენსენის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბარსელონასთან მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგით კმაყოფილი არ ვარ, აზარს, პედროსა და ვილიანს მაინც შევაქებ. მათ კარგი მატჩი ჩაატარეს და დიდი შრომა გაწიეს", - ამბობს კონტე.

"ბარსელონასა" და "ჩელსის" 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა უკვე კამპ ნოუზე, 14 მარტს შედგება.

მატჩის მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები