ვილიანი: "ახლა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ აღ​არ ვფიქრობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვილიანი: "ახლა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ აღ​არ ვფიქრობთ"


ვილიანი:

"ჩელსისა" და "ბარსელონას" მატჩის შემდეგ კომენტარი ლონდონელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ვილიანმა გააკეთა.

"რთული მატჩი იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. თავს კარგად ვიცავდით და კონტრ-შეტევებზე მწვავედ გადავდიოდით.

კამპ ნოუზე მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ამ შეხვედრაში, ბარსელონა ბურთს მეტს ფლობდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით. საბოლოოდ კი შედეგით კმაყოფილები არ ვართ - ეს არის ფეხბურთი.

რაც შეეხება ჩემს გოლს, კმაყოფილი ვარ, რომ ჩელსის კარგ თამაში წვლილი მეც შევიტანე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი შედეგია.

განმეორებით მატჩამდე 3 კვირაა დარჩენილი. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ აღ​არ ვფიქრობთ, რადგან ინგლისში ურთულესი მატჩები გველის", - აცხადებს ვილიანი.

ვილიანის გოლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები