ანრი: "ნეიმარს თუ მესის ჩრდილში ყოფნა არ სურს, სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანრი: "ნეიმარს თუ მესის ჩრდილში ყოფნა არ სურს, სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს"


ანრი:

"ბარსელონასა" და "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ნეიმარს ურჩია, რომ სხვა სპორტი აირჩიოს.

ბოლო პერიოდში ისე ჩანს, თითქოს ბრაზილიელს არგენტინელი ვარსკვლავის ლიონელ მესის გადაფარვა სურს.

ანრი კი ნეიმარს რჩევას აძლევს, თუ რა შემთხვევაში გამოუვა ჩანაფიქრი:

"არ ვიცი, ნეიმარმა "ბარსელონა" იმის გამო დატოვა თუ არა, რომ მესის ჩრდილიდან გამოვიდეს.

სიმართლე კი ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი დღეს მესის ჩრდილშია. თუ ნეიმარს სურს, რომ ეს ასე არ იყოს, მაშინ სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ანრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები