ზიდანი: "უნდა ვიბრძოლო, რომ პოსტი არ დავკარგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "უნდა ვიბრძოლო, რომ პოსტი არ დავკარგო"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მან პოსტის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოს.

დღეს, ლა ლიგის მატჩში "სამეფო კლუბი" სტუმრად "ლეგანესს" შეხვდება (გამოტოვებული ტურის მატჩი).

"რეალში თავს კარგად ვგრძნობ და ვაპირებ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტის შესანარჩუნებლად ვიბრძოლო. ამაში ჩაბმა ყოველდღიურად არის საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა გრძევლადიანი ხელშეკრულება გაქვს, თუ მოკლევადიანი.

სხვათაშორის, ეს ფაქტი მე უფრო ძლიერს მხდის.

ვიბრძოლებ იმისთვის, რომ "რეალში" სამუდამოდ დავრჩე", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები