მოზესი ნიგერიაში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოზესი ნიგერიაში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს


მოზესი ნიგერიაში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"ჩელსის" ნახევარმცველი, ვიქტორ მოზესი ნიგერიაში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, იტყობინება ეროვნული ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, მოზესმა გასულ წელს ინგლისის ჩემპიონატი მოიგო და ნიგერიის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმარა.

ვიქტორი 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა 3 გოლით.

"ჩელსის" რიგებში გასულ სეზონში მოზესმა 40 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები