დაისაჯა თუ არა აგუერო? - ინგლისში გადაწყვეტილება მიიღეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დაისაჯა თუ არა აგუერო? - ინგლისში გადაწყვეტილება მიიღეს


დაისაჯა თუ არა აგუერო? - ინგლისში გადაწყვეტილება მიიღეს

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ინგლისის თასზე "უიგანთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფანს სახეში ხელი გაარტყა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) შეხვედრაში დაფიქსირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო. FA-ში ამ დაპირისპირების არბიტრის, ენტონი ტეილორის ანგარიშს ელოდებოდნენ.

პირველი შემთხვევა, რომელიც უნდა განხილულიყო, "სიტის" არგენტინელი შემტევისა და მასპინძელთა გულშემატკივარის კონფლიქტი გახლდათ.

ასე და ამგვარად, როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com იტყობინება, ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აგუეროს არ დასჯიან.

გარდა ამისა, FA გუნდების მთავარი მწვრთნელების, პეპ გვარდიოლასა და პოლ კუკის ქმედებებსაც განიხილავს, რომლებიც შესვენებაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები