ევერტონმა გუეიეს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ევერტონმა გუეიეს გაუხანგრძლივა


ევერტონმა გუეიეს გაუხანგრძლივა

ნახევარმცველმა, იდრისა გუეიემ "ევერტონთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც "კანფეტების" პრესსამსახური იტყობინება, მხარეები თანამშრომლობას 2022 წლის ივნისამდე გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, გუეიე მერსისაიდელთა რიგებში 2016 წლიდან თამაშობს. იქამდე იგი "ასტონ ვილას" ღირსებას იცავდა.

28 წლის სენეგალელს "ევერტონის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად სულ 64 მატჩი აქვს ჩატარებული და სამი გოლი გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები