რატომ შეიცვალა ხამესი შესვენებამდე? ჰაინკესმა განმარტება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ შეიცვალა ხამესი შესვენებამდე? ჰაინკესმა განმარტება გააკეთა


რატომ შეიცვალა ხამესი შესვენებამდე? ჰაინკესმა განმარტება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, "ბეშიქთაშთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ ხამეს როდრიგესის ნაადრევი ცვლილება განმარტა.

26 წლის კოლუმბიელმა მოედანი უეცრად, თომას მიულერის გატანილი ბურთის შემდეგ, 44-ე წუთზე დატოვა და ადგილი არიენ რობენს დაუთმო. ხამესი პირდაპირ გასახდელში ჩავიდა.

"ხამესს კუნთი გაუმკვრივდა და ამიტომ შევცვალეთ", - აღნიშნა 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი ფანტასტიკურად დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები