მილანის პრეზიდენტი: "მწვერვალზე დაბრუნება გვსურს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანის პრეზიდენტი: "მწვერვალზე დაბრუნება გვსურს!"


მილანის პრეზიდენტი:

"მილანის" პრეზიდენტმა, იონჰონგ ლიმ, იტალიურ პრესაში კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა და უარყო ჭორები, რომ კლუბს თითქოს ფინანსური პრობლემები აქვს.

"იმ მომენტიდან, როდესაც "მილანი" ვიყიდე, მუდმივად პრობლემებს ვაწყდები და სერიოზული ზეწოლის ქვეშ ვიმყოფები. ფინანსური კრიზისი? ეს უპასუხისმგებლოდ გავრცელებული ჭორია, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სიმართლე გითხრათ, არ გვესმის თუ რას ემსახურება ასეთი სიახლეების გავრცელება. ჭორებმა უკვე პიკს მიაღწიეს, რომლის იქითაც აღარ შეიძლება. ეს ჩემს კომპანიებსა და ოჯახსაც ეხება.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მწვერვალზე დავბრუნდეთ და დავხარჯავთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება!", - განაცხადა ლიმ.

"როსონერიმ" გასული წლის ზაფხულში 200 მილიონზე მეტი დახარჯა, მაგრამ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. თუმცა ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგ "მილანმა" ჩინებული ფორმა აკრიფა და ევროთასების ზონაში უკვე მოხვდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები