რანიერი მზად არის იტალიის ნაკრები ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რანიერი მზად არის იტალიის ნაკრები ჩაიბაროს


რანიერი მზად არის იტალიის ნაკრები ჩაიბაროს

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი, მზად არის საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს და საკლუბო ფეხბურთზე უარი თქვას.

საერთაშორისო საფეხბურთო გამოცემა "Goal.com" იტყობინება, რომ 66 წლის რანიერი ამჟამინდელი კლუბის, "ნანტის", ხელმძღვანელობასთან კონტარქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

იტალიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა და ახალი თავკაცის ძიებაშია, რომელსაც გაზაფხულისთვის შეარჩევს.

კლაუდიო რანიერიმ ფრანგული კლუბი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და მისი მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები კლაუდიო რანიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები