ატლეტიკომ გრიზმანის შემცვლელი იპოვნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკომ გრიზმანის შემცვლელი იპოვნა


ატლეტიკომ გრიზმანის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდელთა რიგები დატოვოს.

როგორც გავლენიანი მადრიდული გამოცემა AS-ი წერს, "როხიბლანკო" ფრანგი შემტევის შემცვლელად "ლიონის" ფორვარდის, მარიანო დიასის ვარიანტს განიხილავს.

24 წლის დომინიკელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში გასულ ზაფხულს "რეალიდან" გადავიდა.

მიმდინარე სეზონში დიასმა "ლიონის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები