იუვენტუსს მილანის ნახევარმცველი სჭირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსს მილანის ნახევარმცველი სჭირდება


იუვენტუსს მილანის ნახევარმცველი სჭირდება

"იუვენტუსის" თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ხელმძღვანელობას "მილანის" ნახევარმცველის, ჯაკომო ბონავენტურას შეძენა მოსთხოვა, იტყობინება Il Messaggero.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "როსონერი" მზადაა ჰავბეკი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის იტალიელმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი შეაგდო და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები