ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა


ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ თამაშში დუბლი გიფორმა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.

"რეკორდმაისტერმა" საკუთარ მოედანზე თურქული "ბეშიქთაში" 5:0 გაანადგურა და 29 წლის პოლონელმა ბოლო წუთებზე ორი ბურთის გატანა მოახერხა.

ამრიგად, ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაზე 45 ბურთი დაუგროვდა და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა. მან ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულ ფორვარდს, დიდიე დროგბას (44), გადაასწრო.

ახლა რობერტის წინ ფილიპო ინძაგი (46), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (48) და ანდრეი შევჩენკო (46) არიან.

აღსანიშნავია, რომ თუ მთლიანად ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიას ავიღებთ, მაშინ ლევანდოვსკი საუკეთესო 12 ბომბარდირს შორის ხვდება და სიას ლეგენდარული ეუსებიო (47) და ალფრედო დი სტეფანო (49) ემატებიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები