იუვენტუსი "ახალ იბრაჰიმოვიჩს" ყიდულობს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი "ახალ იბრაჰიმოვიჩს" ყიდულობს?


იუვენტუსი

"ემპოლიდან" იჯარის წესით დამატებულმა ავსტრიელმა თავდამსხმელმა, არნელ იაკუპოვიჩმა "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა თავისი კონტრაქტის შესყიდვის საჭიროებაში დაარწმუნა, იტყობინება Tuttosport.

"ბებერი ქალბატონის" ახალგაზრდულ გუნდში 19 წლის "ახალმა იბრაჰიმოვიჩმა" სამი მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

მიმდინარე კვირაში იაკუპოვიჩმა ტურინული გრანდის პირველ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "იუვენტუსს" ახალგაზრდა ფორვარდის ხუთ მილიონ ევროდ შესყიდვის უფლება აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები