ემერის ღია წერილი პსჟ-ს გულშემატკივრებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერის ღია წერილი პსჟ-ს გულშემატკივრებს


ემერის ღია წერილი პსჟ-ს გულშემატკივრებს

"პსჟ"-ს თავკაცმა, უნაი ემერიმ გუნდის გულშემატკივრებს ღია წერილი მისწერა.

"მარსელთან" მოახლოებული ორი დერბისა და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართი საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის წინ, ესპანელ სპეციალისტს გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ამ სეზონში ჩატარებული მატჩების უმრავლესობაში "პსჟ"-მ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია, განსაკუთრებით "პარკ დე პრენსზე", სადაც დიდ ძალას ვგრძნობთ. "მარსელმა" და "რეალმა" იციან, რომ პარიზში ჩამოსვლა მოუწევთ, მაგრამ არ იციან, თუ რას შეიძლება გადაეყარონ. ორი ფრანგული კლასიკოსთვის საფუძვლიანად მოვემზადებით, გარდა ამისა, "რეალთან" შეხვედრისთვის მზადებაზეც ვიფიქრებთ. ჩვენი გუნდი მოედანზე ყოველთვის განწყობით გადის, მაგრამ ამ მატჩებში ეს კიდევ უფრო დიდი იქნება. მაქსიმუმს დავდებთ და წარსულზე ან მომავალზე არ ვიფიქრებთ".

"პსჟ"-მ თავისი დააარსებიდან მოყოლებული "მარსელს" საკუთარ მოედანზე 20 მატჩზე მეტი მოუგო... "პარკ დე პრენსი" ჩვენი სახლია, რომელსაც თქვენთან ერთად ბოლომდე დავიცავთ. 25 თებერვალი, 28 თებერვალი და 6 მარტი - სამი თარიღი, რომლებსაც "პსჟ"-ს ისტორიაში ჩავწერთ. წინ, პარიზი!", - წერია ტექსტში, რომელიც ემერიმ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები