რონალდუს გარდა, რეალი დღეს ძირითადის კიდევ ოთხი ფეხბურთელი არ ეყოლება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუს გარდა, რეალი დღეს ძირითადის კიდევ ოთხი ფეხბურთელი არ ეყოლება


რონალდუს გარდა, რეალი დღეს ძირითადის კიდევ ოთხი ფეხბურთელი არ ეყოლება

"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, მოგეხსენებათ, "ლეგანესთან" ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრას, რომელიც გადადებული იყო, გამოტოვებს.

აღნიშნული მატჩი 2017 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო გადაიდო.

როგორც მადრიდელთა ოფიციალური საიტი იტყობინება, გარდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა, დღევანდელ დაპირისპირებაში მეკარე, კეილორ ნავასიც არ ითამაშებს.

გარდა ამისა, განაცხადს მიღმა დარჩნენ მარსელო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები