კრამერს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედი აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრამერს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედი აქვს


კრამერს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედი აქვს

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველი, კრისტოფ კრამერი, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედს არ კარგავს.

"მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის ვფიქრობ, ფეხბურთში კი რაღაცები ძალიან სწრაფად იცვლება. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც საკუთარ კლუბში სტაბილურად თამაშისა და მაღალ დონეზე ასპარეზობის შანსი გეძლევა. სწორედ ეს არის სეზონის ბოლოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის გარანტი.

თუმცა საერთაშორისო დონეზე არც 2014 წელს ვასპარეზობდი, მაგრამ მუნდიალზე მაინც მოვხვდი", - განაცხადა კრამერმა.

27 წლის გერმანელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 18 თამაში ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
კრისტოფ კრამერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები