როდრიგესი: "გატუზოს ყველაფერი საუკეთესო სურს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდრიგესი: "გატუზოს ყველაფერი საუკეთესო სურს"


როდრიგესი:

"მილანის" მარცხენა მცველმა, რიკარდო როდრიგესმა, საკუთარი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა და ჯენარო გატუზოც შეაქო.

"ჩვენ კარგად ვმუშაობთ, წინ მივდივართ და თამაშებს ვიგებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ!

საჭიროა, რომ ცაში არ გავფრინდეთ და ასე თამაში გავაგრძელოთ. ვიცით, რომ ყოველთვის ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ჩვენ მოგვინდება.

გატუზოს ყოველთვის საუკეთესო სურს, მან მომცა რჩევები, რომლებიც ძალიან დამეხმარა. მწვრთნელი ყველაფერს მკაფიოდ ხსნის, გულწრფელია და იღებს იმას, რაც სურს", - განაცხადა 25 წლის შვეიცარიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები