ჰაზენჰიუტლი: "ნაპოლისთან მატჩს სულმოუთმენლად ველით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაზენჰიუტლი: "ნაპოლისთან მატჩს სულმოუთმენლად ველით"


ჰაზენჰიუტლი:

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა, "ნაპოლისთან" ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო თამაშზე ისაუბრა.

"ერთი სული გვაქვს თუ როდის დაიწყება თამაში, ვინაიდან "ნაპოლიმ" გერმანიაში საუკეთესო მოთამაშეები ჩამოიყვანა და ეცდება, რომ პირველი მატჩის შედეგი შემოატრიალოს.

ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. სიმშვიდე და კომფორტულ ანგარიშზე ფიქრი არაფერს მოგვცემს, მოედანზე სრული კონცენტრაციით უნდა გავიდეთ.

ვიცით, რომ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ "ნაპოლის" დიდებული გუნდი ჰყავს და დრის მერტენსიც დაბრუნდება", - განაცხადა ავსტრიელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი რალფ ჰაზენჰიუტლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები