ჰაინკესი: "ტრებლი? ამაზე არ ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესი: "ტრებლი? ამაზე არ ვფიქრობ"


ჰაინკესი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, "ბეშიქთაშთან" თამაშის შემდეგ ტრებლზე დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა.

"ბაიერნის" მიერ სამი ტიტულის მოგება? ეს პრესის მიერ დაწყებული თამაშია. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.

ამ საღამოს დავრწმუნდით, რომ ჩემპიონთა ლიგა - სულ სხვა ტურნირია. ვფიქრობ, ჩვენ საკუთარი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა იუპმა.

72 წლის ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა 2012/13 წლების სეზონში "ბაიერნს" ისტორიული ტრებლი მოაგებინა, ახლა კი "რეკორდმაისტერი" სამივე ტურნირზე იბრძვის.

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში მიუნხენელებმა თურქული კლუბი 5:0 გაანადგურეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები