ვის აქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მესის და რონალდუს შემდეგ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვის აქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მესის და რონალდუს შემდეგ?


ვის აქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მესის და რონალდუს შემდეგ?

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ორი გენიალური ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, დომინირებენ და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზეც ყველაზე მეტი ბურთი აქვთ გატანილი, მაგრამ საინტერესოა ვინ მოდის ამ დუეტის შემდეგ.

მესისა და რონალდუს შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფლეი-ოფის სტადიაზე ყველაზე მეტი ბურთი მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს, თომას მიულერს, გააქვს.

28 წლის გერმანელმა გუშინ საღამოს "ბეშიქთაშს" ორი გოლი გაუტანა და ფლეი-ოფში სულ 21 ბურთი დაუგროვდა. მესის ანგარიშზე 38 გოლია, ხოლო რონალდუს - 56.

თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგაზე 2008/09 წლების სეზონიდან ასპარეზობს და ტურნირზე "ბაიერნის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები