რეალის დაგეგმილი გამარჯვება - რამოსმა გოლების გატანა დაიწყო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალის დაგეგმილი გამარჯვება - რამოსმა გოლების გატანა დაიწყო [VIDEO]


რეალის დაგეგმილი გამარჯვება - რამოსმა გოლების გატანა დაიწყო [VIDEO]

ლა ლიგაში გაიმართა გამოტოვებული შეხვედრა "ლეგანესსა" და მადრიდის "რეალს" შორის.

სამეფო კლუბმა გოლი მე-6 წუთზე გაუშვა, თუმცა უპირატესობა მალევე იგდო ხელთ და პირველივე ტაიმში გავიდა წინ.

"რეალის" მხრიდან პირველ ტაიმში კაზემირო გამოირჩა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი თავად გაიტანა.

მეორე ტაიმში ტემპი შედარებით დაეცა. შეხვედრის ბოლო წუთზე "ლეგანესის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად სერხიო რამოსმა შეასრულა. მოგეხსენებათ, რამოსმა გასულ ტურში, "ბეტისსაც" გაუტანა.

24 ტურის შემდეგ, "რეალს" 48 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზეა და ლიდერ "ბარსელონას" 14 ქულით ჩამორჩება.

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები