Goal.Ge

ჟოზე მოურინიოს ტოპ-5 ტრანსფერი



სამუელ ეტო'ოს "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში შესრულებულმა ჰეთ-თრიკმა ბევრი სპეციალისტი აალაპარაკა. კამერუნელი ლონდონურ კლუბს სწორედ ჟოზე მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნით შეუერთდა. ეჭვგარეშეა, სამუელმა პორტუგალიელის იმედები უკვე გაამართლა, სეზონის დარჩენილ ნაწილზე რომ არც გავაკეთოთ პროგნოზები. GOAL.GE გთავაზობთ ტოპ ფეხბურთელთა 5-ეულს, რომელთა ტრანსფერებშიც "განსაკუთრებულს" პირადად მიუძღვის უდიდესი წვლილი. სეუ ჟოზეს ვინ როგორ დაუფასა და გაუმართლა, ამაზე დავა თქვენთვის მომინდია. მესუთ იოზილი ტრანსფერი: "ვერდერიდან" "რეალში" (2010 წელი) ტრანსფერის ღირებულება: 18 მილიონი ევრო "რეალში" გადასვლისთანავე მოურინიოს წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დადგა: ასაშენებელი იყო ისეთი გუნდი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ფრონტზე "ბარსელონას" წინააღმდეგობას გაუწევდა. იმდროინდელი "ბარსა" კი, მოგეხსენებათ, შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. ჟოზემ გუნდში მოიყვანა არგენტინელი ანხელ დი მარია, გერმანელი სამი ხედირა და მისი თანამემამულე მესუთ იოზილი. ახალგაზრდა ფლეიმეიკერმა 2010 წლის მუნდიალზე ყველა გააოცა იოაჰიმ ლიოვის გაწვრთნილ გერმანიის ნაკრებში შესანიშნავი ასპარეზობით. სწორედ სამხრეთ აფრიკაში გამართულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა გაუხსნა მესუთს მადრიდის კარი. სადებიუტო სეზონში მან 51 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. "თეთრებმა" იმ სეზონში კოპა დელ რეი მოიგეს, თუმცა ,მოგროვებული 92 ქულის მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონები მაინც ვერ გახდნენ. მომავალ სეზონში "რეალმა" მაინც ჩამოიტოვა "ბარსა" და 100 ქულით ლა ლიგის სათავეში მოგვევლინა. იოზილმა 17 საგოლე გადაცემა და 4 გოლი ჩაიწერა აქტივში. მოურინიომ და იოზილმა "რეალი" 2013-ში დატოვეს. ბედმა ორივეს ინგლისური პრემიერ ლიგა არგუნა. ახლა ერთი ქალაქის ორ სხვადასხვა კლუბში მუშაობენ. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი მაინც არ იშურებს იოზილის მიმართ კომპლიმენტებს: "იოზილი უნიკალურია. მისი კოპიო არ არსებობს, ცუდი- მითუმეტეს. ის მსოფლიოს საუკეთესო 10 ნომერია. თამაშის ხედვის და გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამო, მესუთი ძალიან მიადვილებდა საქმეს მეც და მის თანაგუნდელებსაც. ის ყველას უყვარს. მას ლუიშ ფიგუს და ზინედინ ზიდანს ადარებენ". ეშლი კოული ტრანსფერი: "არსენალიდან" "ჩელსიში" (2006 წელს) ტრანსფერის ღირებულება: 7.4 მილიონი ევრო ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ისტორიაა. ეშლი კოული იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სტაბილური მარცხენა მცველი გახლდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ "არსენალიდან" "ჩელსიში" ასე მარტივად და ასე დაბალ ფასად გადავიდოდა?! ეს წარმატებაა, ეს ბიზნესია, ეს მოურინიოს ხედვა და დამსახურებაა! 2005-ში კოული დაადანაშაულეს, რომ ,"არსენალთან" არსებული კონტრაქტის მიუხედავად, "ჩელსის" მოელაპარაკა ახალ კონტრაქტზე და ეს თემა "მეთოფეთა" ხელმძღვანელებისთვის საიდუმლოდ დატოვა. "არისტოკრატთა" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ძალიან ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდა ეშლის. საქმეში პრემიერ ლიგის სპეც-კომისია ჩაერთო და მოთამაშე 75 ათასი ფუნტით დააჯარიმდა. თავისი სანქცია დაეკისრა "ჩელსისაც": გუნდს 300 ათასი ფუნტის გადახდა მოუწია, მოურინიოს კი 75 ათასის. ეშლი კოულს ამის შემდეგ აღარც დაუმალავს, რომ "არსენალის" დატოვება სურდა, მაგრამ, როგორც იყო და არ იყო, კლუბთან იმავე წლის ზაფხულში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კვირაში დაახლოებით 70 ათას ფუნტს იღებდა. "ჩელსი" მაინც არ მოეშვა მოთამაშეს და 2006 წლის 31 აგვისტოს ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდა: კოული მოურინიოს გუნდს შეუერთდა, სანაცვლოდ კი "მეთოფეებმა" ვილიამ გალასს + 7.4 მილიონი ევრო მიიღეს. მას შემდეგ ეშლი კოული მუდმივად დგას "ჩელსის" მარცხენა ფლანგზე. სეზონში მინიმუმ 30 მატჩს ატარებს პრემიერ ლიგაში. ტრავმებს იშვიათად იღებს. "სტემფორდ ბრიჯზე" გატარებული არასრული 8 სეზონის განმავლობაში მან თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოიგო: პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. სამუელ ეტო'ო ტრანსფერი: "ბარსელონადან" "ინტერში" (2009 წელი) ტრანსფერის ღირებულება: 20 მილიონი ევრო ტრანსფერი: "ანჟიდან" "ჩელსიში" (2013 წელი) ტრანსფერის ღირებულება: უფასო კამერუნელი ფორვარდი ნამდვილად უყვარს მოურინიოს. როცა პორტუგალიელმა "ინტერის" შემადგენლობის შევსება დაიწყო, ეტო'ო 21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად იყო მიჩნეული. მან "ბარსელონასთან" ერთად 5 წელი გაატარა და 8 ტიტული მოიგო. კატალონიელთა მაისურით სამუელმა დაახლოებით 130 გოლი გაიტანა და ცხადი იყო, მისი დრო "ბარსაში" იწურებოდა. "ბარსელონა" შემადგენლობის გადახალისებას აპირებდა. იმ დროისთვის ხოსეპ გვარდიოლას კამერუნელთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა. ესეც არ იყოს და, პეპს ესპანეთში "ინტერის" საუკეთესო თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩამოყვანა სურდა. კლუბები გაცვლაზე შეთანხმდნენ:ეტო'ომ "ნერაძურისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, შვედი კი "ბარსაში" ჩაირიცხა. გარდა ამისა, კატალონიელებმა 46 მილიონი ევრო დაუმატეს იტალიელებს. მოურინიოს და მორატის აღმერთებდნენ: მათ ტოპ-ფორვარდი და დიდი ფული ერთდროულად მიიღეს. დღემდე უცნობია, რაზე ფიქრობდნენ კატალონიელები, როცა ასეთ ტრანსფერს აკეთებდნენ. ზლატანმა ბარსელონა 1 წლის შემდეგ სკანდალურად დატოვა, სამუელმა კი "ინტერში" თავს ზემოთ 3 თასი აღმართა: სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, 16 გოლი, რომელიც ეტო'ომ ყველა ტურნირზე გაიტანა, საუკეთესო მაჩვენებელი არ ყოფილა. მოურინიომ ეტო'ო 3 წლის შემდეგაც გაიხსენა, როცა "რეალის" შემდეგ კვლავ "ჩელსის" მიაშურა. ლონდონში გატარებული პირველი თვე ნამდვილი შოკი იყო ფეხბურთელისთვის. არ წყდებოდა მის მიმართ კრიტიკა, თუმცა ის ნელ-ნელა კვლავ იბრუნებს ფორმას. ამ მომენტისთვის ეტო'ოს "ლურჯების" რიგებში 8 გოლი აქვს გატანილი. არავის გაუკვირდეს, თუ მაისში მის ანგარიშზე 20 გოლი იქნება. დიეგო მილიტო ტრანსფერი: "ჯენოადან" "ინტერში" (2009 წელი) ტრანსფერის ღირებულება: 25 მილიონი ევრო. მოურინიო ძალიან რისკავდა, როცა დიეგო მილიოს სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდას აპირებდა. საქმის დასრულების მომენტში მილიტო 30 წლის ხდებოდა, ტოპ-გუნდში კი არასდროს ჰქონდა ნათამაშები. არც 2008/09 წლების სეზონში გენუელთა რიგებში გატანილი 24 გოლი იძლეოდა რამის გარანტიას. პორტუგალიელმა მაინც გარისკა. "ინტერში" მას ჩემპიონთა ლიგის მოგება დაავალეს, არადა გუნდს ეს ტიტული 1965 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. მორატიმ მოუს სერიოზული თანხა გამოუყო შენაძენებისთვის და დაიცადა. (ერთი წლის წინ ჟოზემ "ინტერი" იტალიის ჩემპიონი გახადა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაგდო. ახლა სეუ ჟოზეს მეტი მოეთხოვებოდა). მორატის წადილი აუხდა! არგენტინელმა თავდამსხმელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაში. მოუს მეთვალყურეობის ქვეშ გატარებულ ერთ სეზონში მილიტომ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 28 გოლი გაიტანა. აქედან 2 ფინალში "ბაირნის" კარში. მილიტომ გაამართლა! დიდიე დროგბა ტრანსფერი: "მარსელიდან" "ჩელსიში" (2004 წელი) ტრანსფერის ღირებულება: 37 მილიონი ევრო დღეს "ჩელსის" ყველა გულშემატკივარი აღმერთებს დიდიე დროგბას, თუმცა 10 წლის წინ "მარსელიდან" ლონდონში მის გადმოსვლას ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. 2004/05 წლების სეზონში მოურინიომ პირველად დაიწყო რომან აბრამოვიჩის "ჩელსიში" მუშაობა. "ლურჯების" შემადგენლობაში მაშინ ბევრი ტოპ-კლასის თავდამსხმელი ირიცხებოდა, რომლებსაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლოთ: ერნან კრესპო, ჯიმი ფლოიდი, ჰასელბაინკი და ეიდურ გუდიონსენი. რუსი ბიზნესმენი მზად იყო ახალი დანახარჯებისთვის. იმის ნაცვლად, რომ მოუს ცნობილი თავდამსხმელი ამოერჩია, მარსელიდან კოტდიუვარელის გადმოყვანა ითხოვა. 2003/04 წლების სეზონში დიდიეს ფრანგულ ლიგა 1-ში 19 გოლი ჰქონდა გატანილი. რასაკვირველია, დროგბას კონტინენტზე უკვე იცნობდნენ, თუმცა რაც შემდეგ მოხდა, ეს სულ სხვა ისტორიაა. "ჩელსიში" დროგბა საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი და კლუბის ლეგენდა გახდა. "სტემფორდ ბრიჯზე" სადებიუტო სეზონში აფრიკელი არც ისე შედეგიანი იყო: პრემიერ ლიგაში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ უდიდესი წვლილი შეიტანა "ჩელსის" გაჩემპიონებაში - პირველად უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში! იმ 3 წლის განმავლობაში, როცა მოურინიო და დროგბა ერთად მუშაობდნენ, ლონდონელებმა 6 ტიტიული მოიგეს" 2-ჯერ პრემიერ ლიგა (2004/05, 2005/06) და ლიგის თასი (2004/05, 2006/07), ხოლო თითო-თითოჯერ ინგლისის თასი (2006/07) და ინგლისის სუპერთასი (2005). ჟოზემ ლონდონი დატოვა, მაგრამ დროგბა კვლავაც დარჩა კლუბის ლიდერი. მან 2011/12 წლების სეზონში ნანატრი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. შენიშვნა: სატრანსფერო ღირებულებები transfermarkt.de-ს მიხედვითაა დაწერილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე