მოურინიო პრესკონფერენციაზე გაბრაზდა: "ეს სისულელეა და აზრს ბექჰემსა და სქოულზს ვკითხავ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო პრესკონფერენციაზე გაბრაზდა: "ეს სისულელეა და აზრს ბექჰემსა და სქოულზს ვკითხავ"


მოურინიო პრესკონფერენციაზე გაბრაზდა:

1/8 ფინალურ შეხვედრაში "სევილიამ" "მანჩესტერი" მიიღო და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

პრესკონფერენციაზე მოურინიოს მწვავე შეკითხვები დაუსვეს. პორტუგალიელს ალექსის სანჩესის დაცვაში ჩაწევაზე ჰკითხეს, რაზეც ასე უპასუხა:

"ვფიქრობ, ვინც აქ ხართ, ამ სპორტის ყურება ახლა დაიწყეთ. ინგლისში, ვხედავ, რომ ხალხის ნაწილი განაპირა შემტევების დაცვაში ჩართულობას ეწინააღმდეგება.

შემდეგში, როდესაც დევიდ ბექჰემს შევხვდები (მანჩესტერის ყოფილი განაპირა შემტევი) შემდეგ კითხვას დავუსვამ: "დევიდ, როდესაც "იუნაიტედში" თამაშობდი და მეტოქე შენი ფლანგიდან იწყებდა შეტევას, რას აკეთებდი? ტრიბუნებს უყურებდი, თუ ამ შემტევს მოყვებოდი დაცვაში?"

ეს შეკითხვა, ბექჰემს აუცილებლად უნდა დავუსვა.

ყველამ იცის, რომ მე როი კინის და პოლ სქოულზის მეგობარი არ ვარ, თუმცა მათაც ვკითხავ, როდესაც ისინი ბურთს კარგავდნენ, მოყვებოდნენ თუ არა მეტოქის ფეხბურთელებს დაცვაში?"

ისეთი სიტუაციაა, რომ ვიღაცები ახალ სპორტს იგონებენ. 10 წლის წინ, 20 წლის წინ და 30 წლის წინაც ასე იყო, ტოპ გუნდებში, ყველა ფეხბურთელი მუშაობს და ტაქტიკურ წყობას დისციპლინა სჭირდება.

თავისუფლება კარგ მოთამაშეებს მოედანზე და რაც უნდათ ის აკეთონ? ეს სისულელეა", - ასე უპასუხა მოურინიომ დასმულ შეკითხვას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები