მოურინიო: "ექიმებმა მომატყუეს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "ექიმებმა მომატყუეს!"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ანდერ ერერას ტრავმას ეხმაურება.

ერერა "სევილიასთან" შეხვედრაში იძულებით შეცვალეს. ტრავმის გამო მან მოედანი დატოვა და თამაშში პოლ პოგბა ჩაერთო.

"მგონი, ერერას ტრავმა სერიოზულია. მოგეხსენებათ, მას მცირე ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მაგრამ ექიმებმა მომატყუეს, რომ 100%-ით მზად იყო სათამაშოდ და მათ დავუჯერე.

ჯერჯერობით, ერერას ტრავმის სიმძიმეზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ყველაფერი მალე გახდება ცნობილი", - აცხადებს მოურინიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები