ჩემპიონთა ლიგა - 1/8 ფინალების სიმბოლური გუნდი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა - 1/8 ფინალების სიმბოლური გუნდი


ჩემპიონთა ლიგა - 1/8 ფინალების სიმბოლური გუნდი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი შეხვედრები დასრულდა. მატჩები ძალიან საინტერესო გამოვიდა.

ცნობილი გავლენიანი გამოცემა Goal.com 1/8 ფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

საუკეთესო 11-ეულში თავდასხმის ხაზში ადგილს დუბლის ავტორი რობერტ ლევანდოვსკი და სადიო მანე იკავებენ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გასაკვირი არაა, რომ სიმბოლური გუნდის კარს დავიდ დე ხეა იცავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სევილიასთან" მატჩში "მანჩესტერი" წაგებას სწორედ ესპანელმა გადაარჩინა.

მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერი")

მცველები: ნაჩო ("რეალი"), კომპანი ("სიტი"), ვან დეიკი ("ლივერპული"), მარსელო ("რეალი")

ნახევარმცველები: გუნდოგანი ("სიტი"), კანტე ("ჩელსი"), დემბელე ("ტოტენჰემი"), ვილიანი ("ჩელსი")

თავდამსხმელები: ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), მანე ("ლივერპული")

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები