შახტარის მწვრთნელი რომაელებს: "მეკარეს უმადლოდეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შახტარის მწვრთნელი რომაელებს: "მეკარეს უმადლოდეთ"


შახტარის მწვრთნელი რომაელებს:

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა დონეცკის "შახტარსა" და "რომას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეხვედრის ბოლო წუთზე "შახტარს" მე-3 გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარემ სასწაული ბურთი მოიგერია.

"პირველი ტაიმი შახტარმა ჩააგდო და ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.

უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. რომაელები კი ალისონს უნდა უმადლოდნენ. მან ამ შეხვედრაში დიდებული სეივები გააკეთა.

იტალიაში თამაში ძალიან რთული იქნება, მითუმეტეს რომას გულშემატკივრების წინ, მაგრამ შევეცდებით, რომ დაცვაში ნაკლები შეცდომა დავუშვათ და არ წავაგოთ", - ამბობს ფონსეკა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები