გუშინდელ შეხვედრაში კოვაჩიჩმა საოცარი შედეგი დააფიქსირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გუშინდელ შეხვედრაში კოვაჩიჩმა საოცარი შედეგი დააფიქსირა


გუშინდელ შეხვედრაში კოვაჩიჩმა საოცარი შედეგი დააფიქსირა

ლა ლიგის გამოტოვებული შეხვედრა "ლეგანესსა" და "რეალს" შორის, მადრიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

სამეფო კლუბი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით იყო გამოსული, განსაკუთრებით წინა ხაზი.

"რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა კი საოცარი შედეგი დააფიქსირა. მის მიერ გაკეთებული 91 პასიდან, 88 ზუსტი გამოდგა, რაც 97%-ის ტოლფასია. ეს სტატისტიკა კი საუკეთესო იყო შეხვედრაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალის" მიერ გატანილ სამივე გოლში მონაწილეობა სწორედ კოვაჩიჩმა მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები