მონტელა: "სევილიას ოლდ ტრაფორდზე ერთი მიზანი ექნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "სევილიას ოლდ ტრაფორდზე ერთი მიზანი ექნება"


მონტელა:

"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ვიჩენცო მონტელა მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მის გუნდს უნდა მოეგო.

ანდალუსიაში გამართული შეხვედრა "სევილიასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, უგოლოდ დასრულდა.

"გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და არათუ ერთი, არამედ 2 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა.

ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება განმეორებით შეხვედრაში. სევილიას ოლდ ტრაფორდზე ერთი მიზანი აქვს - გაიტანოს გოლი და ამის შემდეგ დაცვაზე იზრუნოს", - აცხადებს მონტელა.

"მანჩესტერისა" და "სევილიას" განმეორებითი დაპირისპირება 13 მარტს შედგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები