მილანმა ლაქსალტს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანმა ლაქსალტს დაუმიზნა


მილანმა ლაქსალტს დაუმიზნა

"მილანი" ახალი მარცხენა მცველის ძიებაშია და მილანური გრანდის რადარზე "ჯენოას" ურუგვაელი მოთამაშე, დიეგო ლაქსალტი, მოხვდა.

"როსონერის" ხელმძღვანელობა ამ პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი ალტერნატივა გენუური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

"ჯენოა" ლაქსალტის იოლად დათმობას არ აპირებს, მაგრამ "მილანი" მზად არის დიეგოს სანაცვლოდ "გრიფინებს" ანდრეა ბერტოლაჩი და ჯანლუკა ლაპადულა შესთავაზოს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის სამხრეთ ამერიკელმა 25 თამაშში 4 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები