ჰამშიკი: "ევროპა ლიგა უნდა დავივიწყოთ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "ევროპა ლიგა უნდა დავივიწყოთ!"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, საკუთარ გუნდს ევროპის ლიგაზე მარცხის მალე დავიწყება ურჩია.

"საპასუხო მატჩი რევანშის წყურვილით ჩავატარეთ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

ჩვენ "ლაიფციგს" ვაჯობეთ, მთელი 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

გასულ კვირას სამარცხვინო ბოლო გოლი გავუშვით, რომლის გარეშეც დღეს უკვე ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე ვიქნებოდით.

თუმცა ახლა ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ და ეროვნულ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. ორშაბათს "კალიარი" გველოდება", - აღნიშნა 30 წლის სლოვაკმა.

ნეაპოლელები 1/16 ფინალურ ეტაპზე შინ "ლაიფციგთან" 1:3 დამარცხდნენ და სტუმრად მოპოვებული გამარჯვება (2:0) არ ეყოთ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები