პსჟ იკარდის შეძენას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ იკარდის შეძენას ეცდება


პსჟ იკარდის შეძენას ეცდება

"პარი სენ ჟერმენი" 2018 წლის ზაფხულში მილანის "ინტერის" ცენტრალური თავდამსხმელის, მაურო იკარდის, დასამატებლად იბრძოლებს.

მიმდინარე სეზონის შემდეგ პარიზული კლუბი შესაძლოა ედინსონ კავანიმ დატოვოს და ფრანგები მზად არიან ურუგვაელი ფორვარდი იკარდით ჩაანაცვლონ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "პსჟ" მილანურ გრანდს 40-45 მილიონ ევროს შესთავაზებს, ხოლო თავად 24 წლის არგენტინელ ცხრიანს - 5 წლიან კონტრაქტს გაცილებით მაღალი ანაზღაურებით.

მაურო იკარდიმ, რომელმაც იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა, არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია, მათ შორის მადრიდის "რეალის".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები