ბატშუაიმ ატალანტას ქომაგები რასიზმში დაადანაშაულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბატშუაიმ ატალანტას ქომაგები რასიზმში დაადანაშაულა


ბატშუაიმ ატალანტას ქომაგები რასიზმში დაადანაშაულა

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური თავდამსხმელი, მიჩი ბატშუაი, ევროპა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალური ეტაპის თამაშის შემდეგ ბერგამოს "ატალანტას" გულშემატკივრებს რასიზმში ადანაშაულებს.

"უკვე 2018 წელი მიდის, მაგრამ ტრიბუნებზე ადამიანები მაიმუნის ხმით რასისტულ შეძახილებს მაინც გაჰყვირიან...

სერიოზულად? იმედი მაქვს, ტელევიზორით კარგ თამაშს მიადევნეთ თვალ-ყური, ჩვენ კი მომდევნო ეტაპზე გავედით", - შეაფასა იტალიაში გამართული მატჩი 24 წლის ბელგიელმა.

"ყვითლებს" საკუთარ მოედანზე 3:2 ჰქონდათ მოგებული, ხოლო ბერგამოში ფრედ 1:1 ითამაშეს და ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია მიჩი ბატშუაი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები