ინტერს იკარდი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერს იკარდი დაუბრუნდა


ინტერს იკარდი დაუბრუნდა

მილანის "ინტერის" კაპიტანი და ცენტრალური თავდამსხმელი, მაურო იკარდი, საკუთარ გუნდს რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

24 წლის არგენტინელს დაახლოებით 3 კვირა გაუცდა და ბოლოს იტალიის ჩემპიონატში "სპალის" წინააღმდეგ (1:1) 28 იანვარს ითამაშა.

თუმცა იკარდი უკვე გამოჯანმრთელდა და ლუჩიანო სპალეტიმ "ბენევენტოსთან" საშინაო თამაშის განაცხადში შეიყვანა.

"ნერაძურის" შემადგენლობა "ბენევენტოსთან" მატჩისთვის: ჰანდანოვიჩი, პადელი, პისარდო; კანსელო, დალბერტი, ლისანდრო ლოპესი, რანოკია, მირანდა, შკრინიარი, სანტონი, დ'ამბროზიო; გალიარდინი, რაფინია, ვესინო, ბორხა ვალერო, ბროზოვიჩი, კარამო; ედერი, პინამონტი, კანდრევა, პერიშიჩი, იკარდი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები