იტალია 4 ივნისს ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იტალია 4 ივნისს ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება


იტალია 4 ივნისს ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება

2018 წლის 4 ივნისს ტურინში "იუვენტუს სთედიუმზე" იტალიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

იტალიური ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მხარეები მატჩზე უკვე შეთანხმდნენ.

"სკუადრა აძურა" ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს 21-ე შეხვედრას გაუმართავს და უპირატესობაც იტალიელების მხარესაა: 9 მოგება, 8 ფრე და მხოლოდ 3 მარცხი.

იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ ეს ორი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელთა დაპირისპირებაც ყოველთვის საინტერესოა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები