ნაპოლიმ ხორვატი მცველი გაიფორმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ ხორვატი მცველი გაიფორმა


ნაპოლიმ ხორვატი მცველი გაიფორმა

"ფიორენტინას" ყოფილი ცენტრალური მცველი, ჰრვოი მილიჩი, "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.

28 წლის მარცხენა მცველი იანვარში "ოლიმპიაკოსმა" გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიჩი ნეაპოლურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ უფასოდ შეუერთდა.

იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ ჰრვოი მილიჩმა კონტრაქტი გააფორმა და გუნდის ოფიციალური წევრი გახდა.

მილიჩმა გასულ სეზონში "სკუადრა ვიოლას" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც საბერძნეთში გადაბარგდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლიტრანსფერები ჰრვოი მილიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები