ჰაინკესი-კომანს: "ტალანტი და შესაძლებლობები არ არის საკმარისი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესი-კომანს: "ტალანტი და შესაძლებლობები არ არის საკმარისი"


ჰაინკესი-კომანს:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, კინგსლი კომანის შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდა ფრანგს საინტერესო რჩევები მისცა.

"კომანს გააჩნია თვისებები, რომელთაც შესაძლოა ექსტრაორდინალური ვუწოდოთ. თუმცა მან საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გააგრძელოს. კომანს უნდა ესმოდეს, რომ ტალანტი და შესაძლებლობები უკვე აღარ არის საკმარისი.

სპორტსმენმა დღეს უდიდესი სულისკვეთება, მონდომება, პროგრესისა და განვითარების სურვილი უნდა გამოავლინოს და მუდმივად უმაღლეს დონეზე იასპარეზოს", - განაცხადა 72 წლის ლეგენდარულმა გერმანელმა.

წარუმატებელი გასული სეზონის შემდეგ 21 წლის ვინგერი მიმდინარე კამპანიაში ჩინებულად გამოიყურება და 31 თამაშში 7 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები