ბაიერნს ჰერტასთან ორი ლიდერი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნს ჰერტასთან ორი ლიდერი დააკლდება


ბაიერნს ჰერტასთან ორი ლიდერი დააკლდება

მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრაში შესაძლოა სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდეს.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, ბერლინის "ჰერტასთან" თამაშის წინ გუნდის საკადრო მდგომარეობა განიხილა და პრობლემები გაამხილა.

"ხამესი არ იქნება. აგრეთვე, ჟერომ ბოატენგმაც გამოტოვა ვარჯიში და ხვალ ვერ ითამაშებს.

მოსალოდნელია, რომ მატს ჰუმელსი მწყობრში იქნება. იოზუა კიმიხს კი ბარძაყის პრობლემები კვლავ აქვს, მაგრამ მის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დღის ბოლოს მივიღებთ", - აღნიშნა იუპმა.

26 წლის კოლუმბიელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, შინ "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ (5:0), მიიღო, ბოატენგსა და კიმიხს კი ძველი პრობლემები აქვთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები