ლუკა ტონიმ ნაპოლი გააკრიტიკა: "ეს არასწორი გზაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლუკა ტონიმ ნაპოლი გააკრიტიკა: "ეს არასწორი გზაა"


ლუკა ტონიმ ნაპოლი გააკრიტიკა:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუკა ტონიმ, "ნაპოლის" მდგომარეობაზე ისაუბრა.

"არ მომწონს ის ფაქტი, რომ "ნაპოლიმ" ევროთასები იტალიის ჩემპიონატს შეწირა. ეს არ არის სწორი გზა გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოსამუშავებლად, მაგრამ ეს მაინც დიდებული გუნდია.

"იუვენტუსი" ცდილობს, რომ ყველა ტურნირზე შორს გავიდეს, რაც ამ გუნდის მიერ გამარჯვების წყურვილითა და წარმატების სურვილით არის გამოწვეული.

ვფიქრობ, ტიტულისთვის ბრძოლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება", - აღნიშნა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

25 ტურის შემდეგ სერია ა-ს ნეაპოლური კლუბი 66 ქულით ლიდერობს და "იუვეს" 1 ქულით უსწრებს. თუმცა "ცისფრები" ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან, ახლა კი ევროპა ლიგიდან გამოვარდნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ლუკა ტონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები